მთაწმინდის მე-18 უბანზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს

ცესკოს მიერ დღეს გამართულ პირველ ბრიფინგზე მთაწმინდის მე-18 უბანზე გუშინ გამოვლენილი ინციდენტის შესახებ გახდა ცნობილი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი 08:30 საათზე გამართა.

როგორც გაირკვა, ამ უბანზე მივიდა რამდენიმე პირი, რომლებმაც თავი წარადგინეს, როგორც საოლქო კომისიის წარმომადგენლები და შეეცადნენ მიეღოთ ინფორმაცია ამომრჩეველთა სიებისა და პირადი მონაცემების შესახებ, ამ ფაქტზე აღძრულია საქმე.

ცესკომ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დღეს არ დააკონკრეტა თუ რომელი პარტიიდან იყვნენ აღნიშნული პირები.

ცესკო ასევე ეხმაურება კვლავ მთაწმინდის ოლქში 22-ე უბანზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გაცლებით ადრე მოხდა საარჩევნო უბნის გახსნა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ყველაფერი წარიმართა დროულად.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში, მაჟორიტარი კანდიდატის გარდა, ქალაქის გამგებელსაც ირჩევენ
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე : ყველა ერთად დავიცავთ ქვეყანას მომდევნო წლებში, ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისგან