“მთაწმინდელებში ცალსახად ერთი განწყობაა – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს” – შალვა შავგულიძე

“მთაწმინდელებში ცალსახად ერთი განწყობაა – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს” – ეს გაბცხადება ბლოკი ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარმა კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ, გააკეთა, რომელიც მთაწმინდის ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

ინფორმაციას ევროპული საქართველოს პრესსამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შავგულიძე ამჯერად პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

მთაწმინდელებსაც, თბილისის სხვა რაიონების მსგავსად, მძიმე სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ. ქალაქის ამ ისტორიულ ნაწილში პრობლემატურია ავარიული და ძეგლის სტატუსიანი ამორტიზებული შენობების საკითხი.

მაჟორიტარი კანდიდატის განცხადებით, “ხელისუფლებამ ვერც ერთ სფეროში ვერ შეასრულა დანაპირები და ცვლილებების დრო რეალურად მოვიდა”.

“მთაწმინდელებში ცალსახად ერთი განწყობაა – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ხელისუფლებამ არც ერთი დანაპირები არ შეასრულა არც ერთ სფეროში – არც სამართალთან დაკავშირებით, რომ სამართალს მოიტანდა ქვეყანაში, არც ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით და ა.შ. ეს ხელისუფლება რაც შეიძლება, სწრაფად უნდა შეიცვალოს,” – განაცხადა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ვანში გამარტივებული შესყიდვების კანონდარღვევისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატიაივანიშვილის გეგმების ლუსტრაცია და მზადება ახალი შტურმისთვის რუსთავი2-ის წინააღმდეგ