მთაწმინდაზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, მთაწმინდაზე ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაჭრილები ბოჭორიშვილისა და ინგოროყვას კლინიკებში არიან გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლამდე ახალგაზრდას ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს
შემდეგი სტატიაროდის მოიხსნება “კომენდანტის საათი” – ამირან გამყრელიძის განცხადება