მტერს უკვე გამოყენებული აქვს მისი გამონათქვამები, მას ხშირად ციტირებებს ხოლმე პუტინი…

„ჩვენ ვდგავართ დიდი საფრთხის წინაშე, ეს არ არის ჩვეულებრივ არჩევნები, ეს არ არის საკითხი, რომელი პარტია გაიმარჯვებს, ეს გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე პარტიის გამარჯვება თუ დამარცხება,“ – ამის შესახებ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარემ, თამარ ჩხეიძემ, არჩევანის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მან პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, პოზიცია ომთან დაკავშირებით ქვეყნისთვის საფრთხის მომტანად შეაფასა.

თამარ ჩხეიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს ჩადენილი აქვს საუკუნის დანაშაულებები, მათ შორისაა საყდრისის აფეთქება და ხეების გადატანა.

მისი თქმით, ის გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, უჭერს მხარს.

„საკითხი არის ასე, გამოჩნდა უდიდესი საფრთხე, რომელიც მარტივია. როდესაც ეს კანდიდატი გამოჩნდა, სალომე ზურაბიშვილს ვგულისხმობ, თავიდანვე გამოიკვეთა ეს საფრთხე. მტერს უკვე გამოყენებული აქვს მისი გამონათქვამები, მას ხშირად ციტირებებს ხოლმე პუტინი, ჰააგის სასამართლოშიც გაგზავნილია მიისი წერილობითი ჩვენებები საქართველოს წინააღმდეგ. ეს უკვე არის საზიანო და ცუდი გავლენა უკვე მოახდინა, მაგრამ შეუდარებლად განსხვავებული მნიშვნელობა ექნება, თუ ღმერთმა დაგვიფაროს და ის გახდა პრეზიდენტი. თხოვნით მივმართავ თითოეულ ადამიანს, რომ არ გახდნენ ორჯონიკიძის საქმის გამგრძელებლები, ნუ მიიღებენ მონაწილეობას სახელწიფო ღალატში საქართველოს წინაააღმდეგ. სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა არის ქვეყნის საწინააღმდეგოდ ხმის მიცემა,“ – განაცხადა თამარ ჩხეიძემ.

banner
წინა სტატიაშიმთელ საქართველოს მოვუწოდებ, რომ გააკეთოს გონივრული არჩევანი
შემდეგი სტატიაახლა ყველაზე მეტად ის მადარდებს, თუ რა იქნება არჩევნების შემდეგ მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს