მტერი აზოვსტალზე შეტევას განაგრძობს

მტერი აზოვსტალის ქარხანაზე შეტევას განაგრძობს. აზოვის ბატალიონის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მე-80 დღეს, ოკუპანტებმა მძიმე არტილერიისა და ტანკების გამოყენებით, მარიუპოლის დამცველების თავზე საჰაერო ბომბები ისევ ჩამოყარა.

ბატალიონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი უკრაინის პოზიციებზე შტურმს დიდი რაოდენობით ქვეითების საშუალებით ცდილობს.

“უკიდურესად კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად, დამცველები ზეადამიანური ძალისხმევით მოიგერიებენ უკრაინელების პოზიციების გარღვევის მცდელობებს და მტრის ჯარებს შეაკავებენ” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპუტინი ფინეთს აფრთხილებს, რომ ნატოში გაწევრიანება შეცდომა იქნება – BBC
შემდეგი სტატიაპორტუგალიაში დააყადაღეს აბრამოვიჩის სახლი, რომლის ფასი 10 მლნ ევროს შეადგენს