მტერი ავდიივკას გარღვევას ცდილობს

“დონეცკის რეგიონში დაბომბვა ხორციელდება მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ. მტერი არ წყვეტს ავდიივკას მიმართულებით გარღვევის მცდელობებს, მაგრამ უკრაინელი დამცველები მტკიცედ იკავებენ პოზიციებს”,-ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ პაველ კირილენკომ განაცხადა.
ლიმანისა და იზიუმის მიმართულებით დიდი ბრძოლებია.
“მტერი ლიმანიდან სვიატოგორსკის ტერიტორიული თემის ხელში ჩაგდების ცდილობს. ეს ორი დასახლება არის მთავარი, რაც მტერს ამ მიმართულებით მთავარ მიზნამდე მიჰყავს. ეს არის სლავიანსკი და კრამატორსკი.
რეგიონის ჩრდილოეთში უზარმაზარი პრობლემებია წყალმომარაგებისა და ელექტროენერგის მხრივ. რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება ორ კვირაზე მეტია შეჩერებულია”, – განაცხადა კირილენკომ.
„მთავარი, რასაც მოწინააღმდეგე იყენებს არის მძიმე არტილერია და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა. ის ფაქტიურად ასწორებს იმ დასახლებებსაც კი, რომლებიც შედარებით შორს არიან ფრონტის ხაზიდან.
პოზიციები, რომლებიც უკრაინელი დამცველების მიერ არის დაკავებული, გვაძლევს საშუალებას, რომ თავდაცვა მტკიცედ დავიჭიროთ. ახლა საუბარია მხოლოდ შეკავებაზე“, – განაცხადა კირილენკომ.
დონეცკის ოლქის ხელმძღვანელმა რეგიონის მოსახლეობას ევაკუაციის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.
„რეგიონში არ არსებობს არც ერთი ქალაქი, რომელიც ახლა უსაფრთხო იქნება საცხოვრებლად“, – ხაზგასმით აღნიშნა კირილენკომ.

banner
წინა სტატიაში“სევეროდონეცკი დავიბრუნეთ მთლიანად” – უკრაინაში მებრძოლი ქართველები
შემდეგი სტატიაViber მუშაობს მთელ უკრაინაში, მიუხედავად ოკუპანტების მიერ დაბლოკვის მცდელობისა, – სერვისის კომენტარი