მტერი აგრძელებს სარაკეტო ძალების რაოდენობის გაზრდას ბელგოროდის რეგიონში – თავდაცვის სამინისტრო

სლობოჟანსკის მიმართულებით, მტერი აგრძელებს საჰაერო დარტყმებსა და არტილერიის სროლას ხარკოვში. გარდა ამისა, აგრესორი ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას იზიუმის მიმართულებით მთელ რიგ დასახლებებზე. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.
„აგრესორი ცდილობს სრული კონტროლი დაამყაროს ველიკა კომიშუვახას დასახლებაზე, ქალაქ იზიუმიდან სამხრეთ-დასავლეთით 20 კმ-ში, ასევე, დაიკავოს სოფელი კურულკა, იზიუმიდან სამხრეთით 20 კმ-ში“, – განაცხადა სპიკერმა.

მისი თქმით, რუსული ჯარები აგრძელებენ სარაკეტო ძალების რაოდენობის გაზრდას რუსეთის ბელგოროდის რეგიონში.

banner
წინა სტატიაშიისტორიული შესაძლებლობაა ქართველებმა აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დაიკავონ, იქ რუსული ჯარი არ დარჩა – არესტოვიჩი
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა კრამატორსკი და დრუჟკოვკა დაბომბეს