მსვლელობის მონაწილეები „დედაენის ბაღში“ მივიდნენ

მსვლელობის მონაწილეები „დედაენის ბაღში“ მივიდნენ. აქციის მონაწილების განცხადებით, ისინი სწორედ „დედაენის ბაღში“ დარჩებიან დილამდე და გააგრძელებენ შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით პროტესტს.

მათი განცხადებით, მთავარი მოთხოვნა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნაა.

აქციაზე აქტივისტებთან ერთად იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მათ შორის არის „მეტი თავისუფლება – გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

„კომენდანტი საათს ვაპროტესტებთ. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დამამცირებელი შეზღუდვა, რომელიც დაწესებული აქვს მთავრობას. მოსახსნელია ყველა შეზღუდვა და პირველ რიგში კომენდანტის საათი. სირცხვილია, საკუთარი მთავრობა ადამიანებს ასე ექცეოდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, აქციის ყველა იმ მონაწილის მიმართ, ვინც კანონს დაარღვევს, სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული.

ჟურნალისტის კითხვას – არღვევენ თუ არა დაუმორჩილებლობის აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები კანონს, სირაძემ არ უპასუხა.

“სამართლებრივი ზომები მიღებული იქნება ყველა ფაქტზე, როგორც წინაზე. კანონს ვინც დაარღვევს, შესაბამის ზომებს მივიღებთ. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი”. – ამბობს სირაძე.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანია, ჯერ „ქართული ოცნება“ მოვიდეს კომპრომისული წინადადებით და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ არჩევნების ვადებზე
შემდეგი სტატიადაუმორჩილებლობოს აქციაზე, სავარაუდოდ,10-მდე აქტივისტი დააკავეს