მსვლელობა თავისუფლებისთვის – აქციას ზუგდიდიდან 500-მდე მოქალაქე უერთდება

მსვლელობა თავისუფლებისთვის – თბილისში დაგეგმილ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან. კახეთისა და იმერეთის გარდა, მოქალაქეები თბილისში სამეგრელოდანაც დაიძრნენ.

ზუგდიდიდან აქციაში მონაწილეობის მისაღებად 500-მდე ადამიანი წამოვიდა, ჯამში რამდენიმე ასეულია ადამიანი დაიძრა მარტვილიდან, სენაკიდან და აბაშიდან.

მსვლელობა თავისუფლებისთვის დღეს ტარდება. მოთხოვნა საერთოა – ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.

ოპოზიციამ საერთო სტრატეგია ენმ-ის დარბეულ ოფისში ყოველდღიური შეხვედრებისა და კონსულტაციების შემდეგ ჩამოაყალიბა, რომელსაც მოქალაქეებს დღეს გააცნობს. სავარაუდოდ, მოსალოდნელია პიკეტირება, კარვების გაშლა დამატებით, ასევე, “სირცხვილის დერეფნები”.

banner
წინა სტატიაშიმიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა
შემდეგი სტატიათბილისში დაგეგმილ აქციას გორიდანაც უერთდებიან