მსვლელობა „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიწყო

მსვლელობა „ქართული ოცნების“ ოფისისკენ ამ წუთებში დაიწყო. პარლამენტის წინ შეკრებილები მმართველი გუნდის ოფისისკენ გაემართნენ.

აქცია პარლამენტის წინ დასრულებულია. აქციის სპიკერის, მიშა მშვილდაძის თქმით, ისინი მსვლელობით “ოცნების” ოფისთან მივლენ და რათა ხელისუფლებას საკუთარი ხმა და მოთხოვნები გააგონონ.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და გიორგი გახარიას გადადგომა ხვალ დღის 2 საათამდე მოსთხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, თუ გახარია მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ისინი პარლამენტის წინ ისევ შეიკრიბებიან.

banner
წინა სტატიაშიხულორდავა: ირაკლი კობახიძის გადადგომა ცოტათი დაგვიანებული იყო
შემდეგი სტატიაბერა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს