„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრისთვის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის, სერგეი ნიკიფოროვის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პირისპირ შეხვდება, შემდეგ კი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან -სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ზელენსკისა და მაკრონის ერთობლივი შეხვედრა გაიმართება.
რაც შეეხება „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას, ის ადგილობრივი დროით 15:00 საათზე (თბილისის დროით 18:00) დაიწყება, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკი, სემანუელ მაკრონი, კირ სტარმერი და ფრიდრიხ მერცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.



















