“მსურველთა კოალიციის” ლიდერებმა ტრამპის მხრიდან ომის დასრულების მცდელობების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს

“უკრაინის საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს, ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ მისი სუვერენიტეტი უნდა შეინარჩუნოს”, – ამის შესხებ “მსურველთა კოალიციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ლიდერებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ომის დასრულების მცდელობების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

კოალიცია „მიესალმა გარანტიებს, რომ ევროპისა და ნატო-ს ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები ცალ-ცალკე განიხილება, ევროპელი პარტნიორებისა და ნატო-ს მოკავშირეების სრული ჩართულობით“ და დაეთანხმა, რომ უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, „კრიტიკულად მნიშვნელოვანი“ იქნება.

„კონფლიქტის ნებისმიერი გადაწყვეტა სრულად უნდა მოიცავდეს უკრაინას, შეინარჩუნოს მისი სუვერენიტეტი, შეესაბამებოდეს გაეროს წესდების პრინციპებს და უზრუნველყოფდეს [უკრაინის] გრძელვადიან უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც “მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა სამშაბათს, ვირტუალურ რეჟიმში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.

ასევე, კოალიციამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მშვიდობას მხარი უნდა დაუჭიროს „უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიებმა“ და განაცხადა, რომ მისი ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, დააჩქარონ შეერთებულ შტატებთან ერთობლივი მუშაობა ასეთი გარანტიების დაგეგმვის წინსვლის მიზნით.

banner
წინა სტატიაშიBloomberg: უიტკოფი უშაკოვს ასწავლიდა, როგორ წარედგინა ტრამპისთვის რუსეთის „სამშვიდობო“ წინადადებები
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებული დედლაინი გააუქმა