“მსურს, მხარდაჭერა გამოვუცხადო საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს”

Mariya NEDELCHEVA speacking during the plenary session in Strasbourg week 16 - 2012

მე მსურს, მხარდაჭერა გამოვუცხადო საკანონმდებლო ინიციატიავს, რომელიც საქართველოს ბიომეტრიული პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამართულ განხილვაზე ევროპარლამენტარმა მარია გაბრეილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ინიციტივის წარდგენა მოხდა მეოთხე ანგარიშის საფუძველზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველომ მიაღწია საჭირო პროგრეს და შეასრულა ყველა მოთხოვნა, რომლებსაც ვიზალიბერლზიაცის სამოქამედო გეგმა ითვალიწინებდა.

„ამ ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულების გზაზე. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მიერ 2015 წლის მეორე ნახევარში განხორციელებულ სამუშაოს, განხორციელდა რეფორმები მიგრაციის კუთხით, კორუფციის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ, სამოქალაქო უფლებების დასაცავად“,-აღნიშნა ევროპალრმანტრმა.

მისივე თქმით, ევროკომისიას მიაჩნია, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ პოზიტიური სიგნალი საქართველოსგან.

ამასთან, მარია გაბრიელმა ევროკომისიას მიმართა ორი შეკითხვით. ერთ-ერთი მათგანი ეხებოდა საქართველოში შენგენის ვიზის მიღების მსურველებისთვის უარის მიღების სტატისტიკას, ასევე მომხსენებელი დაინტერესდა, ძირითადად რა საფუძვლით ეუბნებოდნენ უარს საქართველოს მოქაალქეებს ვიზების გაცემაზე. მეორე შეკითხვა კი საქართველოში მიგრაციის მენეჯმენტს ეხებოდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარი მარია გაბრიელი დაინტერედა, საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს უარი მიღებული შენგენის ვიზის მიღებაზე