მსუბუქი ყოფილიყოს თქვენთვის „მშობლიური კრემლის მიწა“!

დღეს 8 აგვისტოა – საქართველოს ოკუპაციის დღე, თუმცა ზოგისთვის რუსული ოკუპაცია არაფერს ნიშნავს და „ჩრდილოეთურ დათვს“ დითირამბებს უმღერის.

უფრო მეტიც, იმის თქმასაც არ ერიდება, რომ საქართველოს არსებობა ოკუპანატის დამსახურებაა. მაგალითად, გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ ვინმე დ. მხეიძე წერს:
„რუსეთმა გადაგვარჩინა ფიზიკურ განადგურებას, შეგვინარჩუნა მართლმადიდებლობა (ახლა არ მითხრათ, ფრესკები შეგვითეთრაო), რაც იმავე ქართველობის შენარჩუნება იყო, დაგვიბრუნა თითქმის სამუდამოდ დაკარგული სამცხე-ჯავახეთი და აჭარა. რუსეთის ცარისტულ იმპერიაში ხალხმა წერა-კითხვა ისწავლა, გამოვიდა პირველი ქართული გაზეთი, შეიქმნა ქართული თეატრი, 60-იანელმა თერგდალეულებმა მიიღეს ევროპული განათლება მოსკოვის, პეტერბურგის, ოდესის უნივერსიტეტებში და ა.შ. აღარაფერს ვიტყვი საბჭოთა იმპერიაზე, სადაც ქართველები 70 წელიწადი „უდელნი კნიაზებივით“ ვცხოვრობდით.“
როგორც ჩანს, ქვეყნის სიყვარული და პატრიოტობა ყველას თავისებურად ესმის, მაგრამ საქართველოში ოკუპაციის კანონი მოქმედებს, რომლის ძალითაც მსგავსი განცხადებები დასჯადია, თუმცა ადამიანებს, რომლებსაც საბჭოთა იმპერია და წითელი რეპრესიები ენატრებათ, ქართული ანდაზისა არ იყოს, სამარის მეტი ვერაფერი გაასწორებთ! მსუბუქი ყოფილიყოს მათთვის „მშობლიური კრემლის მიწა“!

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთი საქართველოა და საქართველო მათთან არის-აქცია ენგურის ხიდთან
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი რაულ ხაჯინბას ბიჭვინთაში ხვდება