28.1 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 10, 2026
banner

მსროლელმა 5 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა – ტრაგედია მანჰეტენზე

ნიუ-იორკში შეიარაღებულმა პირმა 5 ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ ცათამბჯენში გახსნა, რის შედეგადაც, ოთხი სამოქალაქო პირი და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.

ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა ჯესიკა ტიშმა განაცხადა, რომ სავარაუდო თავდამსხმელი 27 წლის შეინ დევონ ტამურაა, რომელიც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიერვე განხორციელებული სროლის შედეგად მიყენებული დაზიანებით გარდაიცვალა.

ტიშის ცნობით, ეჭვმიტანილი ლას-ვეგასში ცხოვრობდა და ნიუ-იორკში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავტომობილით ჩავიდა.

„მას ფსიქიკური ჯანმრთელობის ისტორია ჰქონდა. მოტივზე გამოძიება მიმდინარებს და ვცდილობთ გავიგოთ, თუ რატომ აირჩია მან ეს კონკრეტული ადგილი“, – განაცხადა ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა.

banner
წინა სტატიაშიEuromoney-მ საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილმა TV “პირველს” უჩივლა