მსოფლიოსთვის კარგი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 163 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზეა

საქარტველომსოფლიოსთვის კარგი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 163 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზეა. რეიტინგი ყოველწლიურად ქვეყნდება და ის ქვეყნებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასების მიხედვით აფასებს. რეიტინგის შედგენისას ისეთი კრიტერიუმებია გამოყენებული, როგორიცაა უსაფრთხოება, მშვიდობა, ტექნოლოგიების გამოყენება, კულტურა, ჯანდაცვა, კლიმატის ცვლილებები. ქვეყნებს სარეიტინგო ქულა იმის მიხედვით ენიჭებათ თუ რამდენად სიკეთის მომტანები არიან მსოფლიოსთვის.

საქართველოს ყველაზე კარგი შედეგი კეთილდღეობის და თანასწორობის კრიტერიუმში აქვს, სადაც 11-ე პოზიციას იკავებს.

ჯანდაცვის კუთხით საქართველო 35-ე ადგილზეა, კლიმატის კუთხით კი 84-ზე.

მსოფლიო წესრიგის მიხედვით საქართველოს პოზიცია 112-ეა, საერთაშორისო წესრიგისა და უსაფრთხოების კუთხით კი 62-ე. ტექნოლოგიებისა და მეცნიერების კატეგორიაში საქართველო 81-ე პოზიციაზეა, ხოლო კულტურის კი 75-ზე.

რეიტინგში პირველ სამ პოზიციას იკავებენ შვედეთი, დანია და ნიდერლანდები. ასევე ათეულში შედიან გერმანია, ბრიტანეთი, ფინეთი, კანადა, საფრანგეთი და ავსტრია.

რეიტინგში 72-ე პოზიციაზეა რუსეთის ფედერაცია, სომხეთს 82,ე ადგილი უჭირავს, უკრაინას კი 78-ე. 97-ე პოზიციაზეა აზერბაიჯანი. რეიტინგის ბოლო ადგილზე ლიბიაა.

banner
წინა სტატიაშიპარიზი: წყალდიდობის პიკი გავლილია
შემდეგი სტატია5 მილიონი დოლარი სანომრე ნიშნისთვის