მსოფლიოში თვითმფრინავების იძულებით დაშვების შემთხვევები

2013 წლის 2 ივნისს ბოლივიის პრეზიდენტი მოსკოვის გაზის ქვეყანა-ექსპორტიორების კონფერენციიდან პატარა კერძო თვითმფრინავით Dassault Falcon 900 FAB-001 სახლში ბრუნდებოდა. ის გარკვეული ხანი ჰაერში იყო, როცა მფრინავს აცნობეს, რომ საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და პორტუგალიამ მათთვის საჰაერო სივრცე გადაკეტეს. მოსკოვში დასაბრუნებლად თვითმფრინავს საწვავი არ ეყოფოდა, ამიტომ იძულებული გახდა ფრენა ვენაში შეეწყვიტა.

ზუსტად ამას ელოდებოდნენ ამერიკელი სპეცსამსახურები, რომლებიც ეჭვობდნენ, რომ მორალესს საკუთარი თვითმფრინავით მოსკოვიდან ბოლივიაში ედუარდ სნოუდენი გადაყავდა, ამიტომ მათ ნატოს პარტნიორი ქვეყნები აიძულეს ბოლივიის პრეზიდენტისთვის საჰაერო საზღვრები დაეკეტა. სნოუდენი ბორტზე არ იმყოფებოდა. მორალესი მაშინ თავისმა ავსტრიელმა კოლეგამ ჰაინც ფიშერმა აეროპორტში მოინახულა. ინციდენტი მალე ჩაფარცხეს.


2014 წელს ბრიტანეთმა საკუთარი გამანადგურებლების გამოყენებით Qatar Airways-ის თვითმფრინავი აიძულა მანჩესტერში დაშვებულიყო იმ მიზეზით, თითქოს ბორტზე ბომბა იყო. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ცრუ განგაში იყო. მაშინ არავის უფიქრია, რომ ბომბის შესახებ ინფორმაცია თავად მთავრობამ გამოიგონა.
50 წლის წინ ლიბიურმა გამანადგურებლებმა სამგზავრო თვითმფრინავი იძულებით დაუშვეს, რომ მის ბორტზე მყოფი ორი ამბოხებული დაეპატიმრებინათ.
2010 წელს ირანის სამხედრო ძალებმა ყირგიზული Boeing 737, რომელიც დუბაიდან ბიშკეკში მიფრინავდა აიძულეს დაშვებულიყო, რომ დაეკავებინათ ბორტზე მყოფი სუნიტური ტერორისტული ორგანიზაცია “ჯუნდალახის” ლიდერი.

2016 წელს უკრაინელმა დისპეტჩერებმა კიევის აეროპორტში დააბრუნეს “ბელავიას” თვითმფრინავი, რომ სომხეთის მოქალაქე დაეპატიმრებინათ. ის იმავე დღეს გაანთავისუფლეს და მომდევნო რეისით მინსკში გადაფრინდა.

23 მაისს მინსკში Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის იძულებით დაშვებას საერთაშორისო უფლებების ექსპერტები უნიკალურს უწოდებენ და ჯერჯერობით თავს იაკვებენ იმისგან, რომ ბელორუსის მთავრობას ჩიკაგოს კონვენციის დარღვევაში დასდონ ბრალი.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ.
ბლოგერთან ერთად დააკავეს რუსეთის მოქალაქე, ვილნიუსის ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტი სოფია საპეგა, რომელიც რომან პროტასევიჩთან ერთად ტელეგრამ-არხ “ნეხტას” თანადამფუძნებელია.

მომზადებულია “დოიჩე ველეს” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ისეთს, როგორიც ის არის დღეს, პათეტიკის და დითირამბების გარეშე