10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

მსოფლიოში ნავთობის ფასმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებულ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია

„სქაინიუსის“ ცნობით, მსოფლიოში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 118.6 დოლარს გადააჭარბა.

გამოცემის ცნობით, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი დღეს ერთ ბარელზე 5%-ით გაიზარდა და 118.6 დოლარს გადააჭარბა.

ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შემდეგ ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა 9 მარტს 119.5 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო ერთ თვეში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

ცნობისთვის, თეირანმა ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, სადაც მსოფლიოს ნავთობმომარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის. სრუტის დატოვება მხოლოდ რამდენიმე გემმა შეძლო.

banner
წინა სტატიაშიჯონ ჰილი: სპარსეთის ყურის ქვეყნების დასახმარებლად დიდი ბრიტანეთი სამხედრო პერსონალს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის
შემდეგი სტატიააბას არაღჩი: თურქეთის მიმართულებით რაკეტების გაშვებაზე ინფორმაცია „სრულიად უსაფუძვლოა“