მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 116 680-მდე გაიზარდა

მსოფლიო მასშტაბით ეპიდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა სამ მილიონ ასი ათასს გადააჭარბა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, დღემდე ახალი კორონავირუსი მსოფლიოში 3 116 680 ადამიანს დაუდასტურდა.

ამასთან, „კოვიდ 19“-ისგან გამოჯანმრთელება დღემდე 928 712-მა ადამიანმ შეძლო.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსს უკვე 217 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულების რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია.

ევროპის მასშტაბით კი, ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში დაიღუპა, დაინფიცირების ყველაზე ბევრი შემთხვევა კი, ესპანეთში დადასტურდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის კიდევ 6 შემთხვევა გამოვლინდა – ინფიცირებულია 517 ადამიანი
შემდეგი სტატიაგანაცხადა ეზუგბაია : კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია