მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 265 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 265 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.25 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 238 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 20.9 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი – 49.8 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.6 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოჰყვებიან.

banner
წინა სტატიაშიმადლობა აშშ-ის ელჩს საარჩევნო რეფორმის მხარდაჭერისთვის! – ომბუდსმენი
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტრო – სკოლებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ სტაბილურია