მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 242 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 242 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.92 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 219.6 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 17.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 45.9 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.1 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.

banner
წინა სტატიაშიდამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები გაასაჯაროოს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ანასტასია შატალოვას მკვლელობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინა