მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 212 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 212 მილიონს გადააჭარბა.

შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 189.7 მილიონს შეადგენს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების აქტიური შემთხვევები 17.9 მილიონს აჭარბებს.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 38.5 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32.4 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიამელია – ჩვენ გვყავს მკვლელი მთავრობა