მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 127 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 127 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.78 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 102.5 მილიონს შეადგენს.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ – 19-ით ინფიცირების 21.9 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, მესამეს – ინდოეთი, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია.

banner
წინა სტატიაშიმეტრო და ავტობუსები დღეს 01:00 საათამდე იმუშავებენ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა