მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 109 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 109 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 405 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 81 მილიონს გადააჭარბა.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ – 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რიცხვი 25.4 მილიონს შეადგენს.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.

banner
წინა სტატიაშიმომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: პროკურატურამ უნდა დაჰკითხოს სოსო გოგაშვილი და რამდენიმე საქმის მიმართ ხელახლა აღძრას სისხლის სამართლის პროცესი