მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 92 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 92 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 1.97 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 65.8 მილიონს მიაღწია. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 24 217 506 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – დიდი ბრიტანეთია.

banner
წინა სტატიაშილევან დავითაშვილი – ბიძინა ივანიშვილისგან უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო სახელმწიფომ, ეს იყო, დაახლოებით, 300 მლნ ლარი პირადი ინვესტიცია
შემდეგი სტატიასამტრედიაში მაშველებმა მდინარე რიონის მეორე მხარეს დარჩენილი ოთხი ადამიანი გამოიყვანეს