მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 83 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 83 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers აქვეყნებს.

პლატფორმის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ – 19-ით 1.8 მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 59 მილიონს მიუხლოვდა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 22 382 975 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი – არასდროს ჩაგვითვლია ძველი წელი ასეთ მძიმე წლად და არასდროს დავლოდებივართ ახალ წელს ასეთი იმედით
შემდეგი სტატია31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე მსურველებს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ