მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 227 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 227 ათასს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 3,2 მილიონს აღწევს. სულ გამოჯანმრთელებულია 972 ათასზე მეტი ადამიანი.

კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ამ მხრივ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკით, ესპანეთი ლიდერობს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლით ესპანეთსა და საფრანგეთს გადაუსწრო და მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა აშშ-სა და იტალიის შემდეგ. ეს მას შემდეგ მოხდა, რომ მსხვერპლთა მონაცემებში შეიყვანეს ბოლო ორი თვის განმავლობაში ხანდაზმულთა თავშესაფრებში კორონავირუსით გარდაცვლილი პირები. ამგვარად, სულ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რაოდენობამ 26 ათასს გადააჭარბა.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის ელჩი: საქართველოს აქვს კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რეგიონში რაც ნამდვილად სამაგალითოა
შემდეგი სტატიაპოლიციამ მეუღლის მიმართ ძალადობისა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავა