მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 62 მილიონს გადააჭარბა

region
ავტ.: region ნოემბერი 28, 2020 11:20

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 62 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 62 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. ამ მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ-19-ით 62 004 949 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 42 798 107 ადამიანი, 1 449 308 პაციენტი კი- გარდაიცვალა.

ამ დროისთვის მსოფლიოში 17 757 534 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია.

region
ავტ.: region ნოემბერი 28, 2020 11:20