მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 152 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 152 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 3.1 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 129 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 19.5 მილიონია.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – საფრანგეთი, მეხუთეზე კი – თურქეთია. აღსანიშნავია, რომ თურქეთმა დაინფიცირებულების საერთო რაოდენობით რუსეთს გაუსწრო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო პირველ ხუთეულში.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 653 თბილისში, 144 აჭარაში, 102 სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
შემდეგი სტატიარუსუდან გოცირიძე – ყველაზე დამცინავი იყო, როდესაც ფეხბურთის მატჩისთვის გააუქმეს კომენდანტის საათი