მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს

მსოფლიოს 183 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 5 მილიარდს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 37.4 მილიონი ადამიანი იცრება.

ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 33%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი. ყველაზე მეტი 1.97 მილიარდი დოზა ჩინეთში გამოიყენეს. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობამ კი 595 მილიონს გადააჭარბა. ევროკავშირში ვაქცინების 522 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი – 364 მილიონი.

Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის ორივე დოზით ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 57.7%, აშშ-ში- 51.7%, ჩინეთში კი 55.5%.

banner
წინა სტატიაშიმაჭავარიანის ქუჩა ხვალ ორმხრივად გაიხსნება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა