მსოფლიოში ყველაზე გრძელი ტელესერიალის ავტორი გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე გრძელი ტელე-სერიალის ავტორი გარდაიცვალა

79 წლის ასაკში მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული სერიალის “კორონეიშნ სტრითის” იდეის და სცენარის ავტორი ტონი უორენი გარდაიცვალა.
სერიალის იდეა თავდაპირველად უარყო ტელეკომპანია Granada-მ, თუმცა, შემდეგ მაინც დაიწყო მისი გაკეთება და პირველი სერია 1960 წლის დეკემბერში გაუშვა.
ზუსტად ამ დროიდან სერიალი განუწყვეტლივ მიდის ბრიტანულ ტელევიზიაში, რომლის მაუწყებლობასაც ახლა ITV აკეთებს.
ის ოფიციალურად აღიარებულია ყველაზე გრძელ სერიალად – ეთერში გასულია 8 ათასი სერია. მიუხედავად წლებისა, სერიალი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგულია.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო)მაგდა პაპიძის მეუღლის, მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა ლილი მინდიკაური მკვლელობის ღამის დეტალებს იხსენებს
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეის პარლამენტში კანონის განხილვის მსოფლიო რეკორდი მოხსნეს