მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში, კორონავირუსის დაწყების დღიდან, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა და ამ დროის მონაცემებით ეს რიცხვი 40,282,605-ს აღწევს.

40 მილიონზე მეტი ინფიცირებულიდან 1,118,330 გარდაიცვალა, 30,120,598 გამოჯანმრთელდა; აქტიური შემთხვევების როდენობა კი 9,043,677-ია.

Worldometers-ის მიხედვით, ასეთია იმ 5 ქვეყნის სია, რომელშიაც ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ყველაზე მეტი ადამიანი ინფიცირდა:
ამერიკის შეერთებული შტატები – 8,387,799 ინფიცირებული
ინდოეთი – 7,550,273
ბრაზილია – 5,235,344
რუსეთი – 1,399,334
არგენტინა – 989,680
შეგახსენებთ, რომ საქართველოში პირველი კოვიდშემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში დღიური შემთხვევების რაოდენობამ პიკს გუშინ, 18 ოქტომბერს მიაღწია, როდესაც 1 დღეში 1 192 ადამიანი ინფიცირდა.

banner
წინა სტატიაში“ვრეკავთ, კაციშვილი პასუხის გამცემი არაა” – ხოშტარიას ოჯახის წევრს კოვიდ-19 დაუდგინდა
შემდეგი სტატიაპარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა