მსოფლიოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში, კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 38 მილიონს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, ჯამში ინფიცირებულია 38 049 049 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 28 608 404 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია – 1 085 482 პირი.

პანდემიით მსოფლიოში ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების ხუთეული ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით შემდეგია: ამერიკა, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და კოლუმბია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია : სოფლის მეურნეობის გაძლიერება, ფერმერობის და მეწარმეობის მხარდაჭერა ქართული ოცნების ხელისუფლების გამოკვეთილი პრიორიტეტია
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა