მსოფლიოში 821 მილიონი ადამიანი შიმშილობს და წყალი არა აქვს

გერმანული ორგანიზაციის Deutsche Welthungerhilfe მონაცემებით, უკანასკნელი სამი წლის მანძილზე მსოფლიოში იმ ადამიანების რიცხვი იზრდება, რომელთაც საჭმელი და დასალევი წყალი არა აქვთ. სულ, მიმდინარე მომენტში ასეთი 821 მილიონია.

ყველაზე მეტად შიმშილობენ აფრიკის ქვეყნებში, საჰარას სამხრეთით – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ 11 ოქტომბერს გავრცელებულ მოხსენებაში. 151 მილიონ ბავშვს, აღნიშნული პრობლემის გამო, ზრდის და ჯანმრთელობის სხვა პრობლემა აქვს, 51 მილიონი – უწყლობისგან იტანჯება.

ყველაზე რთული სიტუაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშია, ექსპერტები მას აფასებენ, როგორც “უკიდურესად მძიმეს”. 51 სახელმწიფოში კვების პროდუქტების უკმარისობა შეფასებულია როგორც “სერიოზული” ან “ძალიან სერიოზული”. საგანგაშო მდგომარეობაა ბურუნდიში, კონგოში, ერიტრიაში, ლიბიაში, სომალიში, სამხრეთ სუდანსა და სირიაში.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის დროს გახშირებულ ძალადობაზე და ძალადობისკენ მოწოდებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, თიბისის მხარდაჭერით, მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა – „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიმართა