მსოფლიოში 2019 წელს ეგებებიან

სამოა ის სახელმწიფოა, რომელიც მსოფლიოში პირველი შეხვდა ახალ წელს. მალე მას შეუერთდა ავსტრალია სადღესასწაულო განწყობით, რომელიც ბიუჯეტს 3,7 მილიონი ევრო დაუჯდა.
სიდნეიში 12 წუთიანი შოუთი დასატკბობად დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი შეიკრიბა. ზეიმის კულმინაცია არეტა ფრანკლინის კომპოზიცია “(You Make Me Feel Like) A Natural Woman” იყო. ფრანკლინი მიმდინარე წლის აგვისტოში დეტროიტში გარდაიცვალა და ამდაგვარად გადაწყვიტეს სოულის დედოფლისთვის პატივის მიგება. შოუზე დასასწრები ბილეთები 37 ევრო ღირდა.
ახალი წელი, ჯერჯერობით, მოგზაურობს და სხვადასხვა ქვეყნებს ნელ-ნელა ეწვევა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრის საახალწლო სიურპრიზი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ბავშვებისათვის
შემდეგი სტატიასაქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა