მსოფლიოში 152 მილიონი ბავშვი მონობაშია 

მსოფლიოში 152 მილიონი ბავშვი მონობაშია – მონობის თანამედროვე ფორმების შესახებ ინფორმაცია გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ურმილა ბხოოლმა გაავრცელა.

როგორც ბხოოლის კვლევაშია მოცემული, არასრულწლოვანთა შორის 64 მილიონი გოგოა და 88 მილიონი – ბიჭი. მათგან თითქმის ნახევრის ასაკი 5-დან 11 წლამდეა. ჯამში, შრომით მონობაშია თითქმის ყოველი მეათე ბავშვი. კვლევაში ბავშვთა ნებადართული სამუშაოების შესახებ მონაცემები არ არის შეტანილი, თუმცა, ის მოიცავს არასრულწლოვნების ნარკოვაჭრობისკენ და ქორწინების იძულებას.

გაეროს ანალიზით, ბავშვთა მონობას აღრმავებს და განამტკიცებს სიღარიბე, გაუნათლებლობა, უმწეობა. პროლემის გადაწყვეტა მხოლოდ საზოგადოებისა და ოჯახების ჩარულობით არის შესაძლებელი – თვლის ურმილა ბხოოლი.

banner
წინა სტატიაშისირიის სამთავრობო ჯარები იდლიბის მნიშვნელოვან ქალაქს უახლოვდებიან 
შემდეგი სტატიალოს-ანჯელესის ოპერა პლასიდო დომინგოს წინააღმდეგ ბრალდებას სექსუალური შევწროვების შესახებ გამოიძიებს