“მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი თქვენზე ფიქრობს, თქვენთვის ლოცულობს და მშვიდობას გისურვებთ” – მეუფე დიმიტრი უკრაინელ ხალხს მიმართავს

თქვენი სიმამაცე აღფრთოვანებას იწვევს – ასე მიმართავს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი უკრაინელ ხალხს და მათ მხარდაჭერას უცხადებს.

სასულიერო პირის მიმართავს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის თქმით, „უკრაინელი ხალხის გამძლეობა კაცობრიობის ხმას წარმოადგენს“.

„ამ სტრიქონებს დიდი გულისტკივილითა და ღრმა თანაგრძნობით გწერთ. ვხედავთ, როგორ ინგრევა ქალაქები თქვენს თვალწინ, როგორ იტანჯებიან ბავშვები, დედები და მოხუცები, ადამიანები, რომლებიც ომის მსხვერპლი არასდროს უნდა გამხდარიყვნენ. თქვენი სიმამაცე აღფრთოვანებას იწვევს. იცოდეთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი თქვენზე ფიქრობს, თქვენთვის ლოცულობს და მშვიდობას გისურვებთ.

გვჯერა, რომ დადგება დღე, როდესაც თქვენი ქალაქები კვლავ სიცილით აივსება, როდესაც ბავშვები მშვიდობიანი ცის ქვეშ ითამაშებენ, როდესაც სირენების ხმის ნაცვლად სიცოცხლის მუსიკის ხმა გაიჟღერებს. დაე, უფალმა დაგიფაროთ, რომ ეს საშინელი დრო გადაიტანოთ. დაე, იმედი არ გაქრეს“, – აღნიშნულია მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ტერიტორიულ წყლებში პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დააკავეს
შემდეგი სტატია“არ ვეწინააღმდეგები ევროპის მიერ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, განსაკუთრებით ახლა, როცა აშშ ზეწოლას ახდენს” – ზელენსკი