მსოფლიოს სჭირდება ცოცხალი გმირები. გააკეთეთ ყველაფერი, რომ მათ იცოცხლონ – აზოვსტალის მებრძოლების ცოლების მიმართვა

აზოვსტალში გამაგრებული უკრაინელი სამხედროების ცოლები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მეგობარ ქვეყნებს წერილით მიმართავენ და დროული მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

მარიუპოლის მცველების ცოლები წერენ, რომ მათი ჯარისკაცი ქმრები, მტერს ცოცხლად ტყვედ არ ჩაბარდებიან.

ეკატერინა პროკოპენკო:

“იქამდე ვიდრე, მთელ მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა გემრიელად ჭამოს, რბილ საწოლებში იძინოს, კაფეებში და კინოში იაროს, ჩვენი ქმრები მიწის იმ ნამცეცებზე იცავენ მარიუპოლის უკანასკნელ ციხესიმაგრეს, უკანასკნელ იმედს, წამლებისა და წყლის გარეშე, თან იმ პირობებში, როცა ყოველდღიურად ამ საშინელ პირობებში კარგავენ თანამებრძოლებს. მარიუპოლი უკრაინის გულია, ის თუ გაჩერდება, უკრაინას საშინელი წყვდიადი გადაყლაპავს. ჩვენი გმირები არ იმსახურებენ უსამართლო ბრძოლაში დაცემას. ხელისუფლების საეჭვო გადაწყვეტილებებისა და მტრის სამარცხვინო მოქმედებების გამო. მოსკოვს სურს უკრაინის სულის განადგურება, მაგრამ თუ უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებები ვერ იპოვიან რუსეთზე ზემოქმედების ღილაკს იმისთვის, რომ აზოვსტალიდან ყველას ევაკუაცია მოახდინონ, მაშინ რატომ არსებობს საერთოდ დიპლომატია და გაგება ადამიანური ღირებულებების. გააკეთეთ ყველაფერი, რომ გადავარჩინოთ ჩვენი მარიუპოლელი ტიტანები. მსოფლიოს სჭირდება ცოცხალი გმირები. მოდით გააკეთეთ ყველაფერი, რომ მათ იცოცხლონ”.

იულია დეფოსუკი:

“უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ომში მალე წავიდა. პროფესიით ისტორიკოსია, ასევე მაიდანის აქტიური წევრი. გამოდის, რომ მაიდანის დასრულებიდან ომში მალევე წავიდა. უკვე ორი კვირაა აზოვსტალშია. აქამდე ორი საბრძოლო რაზმი იყო, ერთი აზოვსტალს იცავდა, მეორე სანაპირო ხაზს. ჩემი ქმარი სანაპირო დაცვის რაზმის წევრი იყო. ეტაპობრივად რუსების ჯარისკაცებისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობამ იმატა. მარიუპოლის გარშემო, რამდენიმე სტრატეგიული წერტილი აიღეს. თავდაპირველად იმ ზონამდე ვერ მიდიოდნენ, სადაც ჩემი ქმარი იყო. მოგვიანებით რაზმის დისლოკაციის ადგილსაც მიუახლოვდნენ. იმდენად ახლოს იყვნენ, რომ ჩვენი მებრძოლების დახოცვა მარტივად შეეძლოთ. ვითარება ძალიან დრამატული იყო. ჩვენმა ბიჭებმა რუსების პოზიციების გარღვევა სასწაულებრივად მოახერხეს და აზოვსტალის ტერიტორიაზე მყოფ აზოვის პოლკს შეუერთდნენ. ვიცი, რომ ისინი ტყვედ არ ჩაბარდებიან, რადგან რუსები ტყვეებს კლავენ. ერთი კვირის წინ, როდესაც მარიუპოლი აიღეს აზოვის მებრძოლი ტყვედ აიყვანეს აწამეს, არაადამიანურად ეპყრობოდნენ. შემდეგ მოკლეს და დედამისს, მოკლული შვილის სურათები გაუგზავნეს.”

banner
წინა სტატიაშიმიხეილ დაუშვილი – დღეს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ვართ, თქვენ რა შეტყობინებას უგზავნით ევროკავშირს? თქვენი შეტყობინებაა ის, რომ უკვე მერამდენე კანონს ირგებთ საკუთარ თავზე, რომ მოქალაქეები არ გაინტერესებთ და საკრებულოს ფუნქციონირებას უბლოკავთ
შემდეგი სტატიაარ უნდა დაველოდოთ, როდის დასრულდება მოლიპულ გზაზე მდგომი ივანიშვილი და დააზიანებს ქვეყანასაც, იქამდე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას – ბოკერია