მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის “ვაგენინგენის” პროფესორები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, წალენჯიხაში სამუშაოებს იწყებენ

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის “ვაგენინგენის” პროფესორები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, წალენჯიხაში სამუშაოებს იწყებენ.

დღეს, წალენჯიხის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ პირველი შეხვედრა
დარგის პროფესორ- ექსპერტებთან გამართეს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ წალენჯიხაში განხორციელდება სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების, თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და ადგილობრივი მწარმოებლების ევროპულ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობის პროექტი.

პროფესორ-ექსპერტები წალენჯიხის მერთან, გიორგი ხარჩილავასთან ერთად ადგილზე გაეცნობიან შექმნილ ვითარებას.

შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ,რომ ვაგენინგენის უნივერსიტეტი” ნიდერლანდების სოფლის მეურნეობის სექტორის წარმატების მთავარი ბირთვია. ნიდერლანდები მსოფლიოში მეორე უმსხვილესი სოფლის მეურნეობის ექსპორტიორია აშშ-ს შემდეგ, დაახლოებით 100 მილიარდი ევროს პროდუქტების ექსპორტით.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებს
შემდეგი სტატიარუსეთმა, დაახლოებით, 43 750 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი