მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა

Worldometer-ის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. კერძოდ, ამ დროისთვის, გლობალურად კორონავირუსის 5002439 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 325000-ს აღემატება.

ამ დროისთვის, შემთხვევების რაოდენობით კვლავ აშშ ლიდერობს, მას მოჰყვება რუსეთი, ესპანეთი, ბრაზილია და დიდი ბრიტანეთი.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა. ის თავდაპირველად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო შემდგომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი : ზურაბიშვილმა დაადასტურა, მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან ოცნების სპიკერები
შემდეგი სტატიაზაზა გაბუნია: მაღალმთიანი რეგიონების კანონში ცვლილებით, დამატებით ათასობით ექიმი, ექთანი მასწავლებელი, პენსიონერი მიიღებს მხარდაჭერას