მალტაში საერთაშორისო სამიტი გრძელდება, რომელიც უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებს ეხება. სამიტი საგარეო საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე იმართება.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებში მსოფლიოს 66 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს, სადაც კიევის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულა“ განიხილება.
„მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს და ქვეყანას, რომლებმაც უკვე მხარი დაუჭირეს ჩვენს საერთო ხედვას მშვიდობის შესახებ. არსებობს სახელმწიფოების წარმომადგენლობის გაფართოების პოტენციალი. ჩვენი ფორმულის პუნქტები იქმნება ისე, რომ მსოფლიოში ყველას, ვინც ნამდვილად აფასებს საერთაშორისო სამართალს, შეუძლია, გამოხატოს საკუთარი თავი, ღირებულებები და მხარი დაუჭიროს აგრესიის წინააღმდეგ გლობალურ ძალისხმევას“, – აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.