“მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება, როდესაც ირანში მისია დასრულდება”,_ ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გააკეთა.
ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ ჩართულია მისიაში, რომლის სამიზნეც „მსოფლიოში ყველაზე დიდი მძევლების ამყვანი, ტერორიზმის წამყვანი სპონსორი – ირანის რეჟიმია“.
“მისიის მიზნები ნათელია და მოიცავს ამ რეჟიმის რაკეტების გაშვების უნარის განადგურებას… ამ რაკეტების მწარმოებელი ქარხნების განადგურებას და მათი საზღვაო ფლოტის განადგურებას.
ჩვენ ამ მიზნის მიღწევის გზაზე ვართ“, – ამბობს ის.
რუბიოს განცხადებით, ყოველდღე ამ რეჟიმს ირანში ნაკლები რაკეტა აქვს, ნაკლები გამშვები მოწყობილობა, მათი ქარხნები ნაკლებად მუშაობენ და მათი საზღვაო ფლოტი ნადგურდება.















