მსოფლიო უნდა მოემზადოს, რადგან პუტინმა ბირთვული იარაღი შეიძლება ნამდვილად გამოიყენოს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 აპრილს, CNN-ს განუცხადა, რომ „მსოფლიოს ყველა ქვეყანა“ იმ შესაძლებლობისთვის მზად უნდა იყოს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება ნამდვილად გადაწყვიტოს.
მისი თქმით, ეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელი მსოფლიოსათვის მნიშვნელოვანი საკითხია.

„არა მხოლოდ მე – მთელმა მსოფლიომ, ყველა ქვეყანამ უნდა ინერვიულოს, რადგან ეს ნამდვილად შეიძლება იყოს სიმართლე. მათთვის ხალხის სიცოცხლე არაფერია… არ უნდა შეგეშინდეთ, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ. ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს საკითხია“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიჩემი ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილს რადას სპიკერთან პოზიტიური საუბარი ჰქონდა, ხანდახან სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება გაუგებრობა, რომლის გადასაწყვეტად საუკეთესო გზა პირისპირ საუბარია – კელი დეგნანი
შემდეგი სტატიარუსეთმა ევროკავშირის 18 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა