მსოფლიო თასი თბილისშია

FIFA-ს მსოფლიო თასი საქართველოშია. მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარ სიმბოლოს თბილისის აეროპორტში დედაქალაქის მერი კახა კალაძე დახვდა. თასს ჩამოყვა წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი კრისტიან კარამბე.
თბილისის აეროპორტში დახვედრის ცერემონიის შემდეგ თასის ხილვა ქართველ გულშემატკივარს თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეძლება.
მსოფლიო ჩემპიონატის თასის ტური კოკა-კოლამ 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. ტური პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ცხრა თვის განმავლობაში 126 000 კილომეტრს გაივლის.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: თსუ იმ ფუნქციას ასრულებდა საქართველოსთვის, რაც ეკლესიას უნდა შეესრულებინა
შემდეგი სტატია“ჩემი აცილება მოითხოვა 9 მოსამართლემ…დავაკვირდეთ, რას მიიღებენ ისინი ამისათვის ჯილდოდ”