მსოფლიო სკანდალი-რუსეთი უკრაინას ყირიმთან სწავლებების გამო დარტყმებით ემუქრება

15310242_10202667180796192_1038567122_nგაზეთ “Украинская правда”-ს ხელში ჩაუვარდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წერილი, სადაც ყირიმთან ახლოს მიმდინარე წვრთნების გამო უკრაინას ემუქრება. გამოცემა რუსეთის ფედერაციაში უკრაინის საელჩოსადმი გაგზავნილ წერილს აქვეყნებს.

“რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ აღნიშნულ რაიონში მოქმედი რაკეტების შენიშვნისთანავე, ისინი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო ძალების მიერ განადგურებული იქნება” – ნათქვამია წერილში.
“იმ შემთხვევაში, თუკი მოქმედი რაკეტები რუსეთის ობიექტებს საფრთხეს შეუქმნიან, რომელიც რუსეთის ფედერაციის აღნიშნულ რაიონში მდებარეობს (ხმელეთზე, ზღვაზე და საჰაერო სივრცეში), საპასუხო დარტყმები განხორციელდება მათი გაშვების საშუალებების წინააღმდეგ” – ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

გამოცემა DT.UA-მ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ რუსეთი სარაკეტო დარტყმებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინის სარაკეტო სროლები ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვართან მოხდება. მოგვიანებით ინფორმაცია უკრაინელმა დიპლომატებმა დაადასტურეს.
პასუხად უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტურჩინოვმა რუსეთის დეფერაციას სთხოვა უკრაინის მიერ რაკეტების გამოცდის გამო პანიკაში არ ჩავარდნენ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინა წვრთნებს საერთაშორისო ვალდებულებებისა და ნორმების დაცვით საკუთარ სუვერენულ საჰაერო სივრცეში განახორციელებს.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ვერ უპასუხა შეკითხვას, ვლადიმირ პუტინმა უბრძანა თუ არა თავდაცვის სამინისტროს უკრაინული რაკეტების გამოცდას სამხედრო თავდასხმით უპასუხოს.

banner
წინა სტატიაშიქართული დამწერლობისთვის მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მიენიჭის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დელეგაციას შეხვდა