მსოფლიო საპარლამენტო ჩხუბებში საქართველოც მოხვდა… (VIDEO)

უკრაინულმა ტელეარხმა Espreso.TV-მ, ბოლო წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში გამართული ყველაზე ,,მაგარი,, ჩხუბები გამოაქვეყნა…

ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში უკრაინის, ტაივანის, თურქეთის, ნიგერიის, საქართველოს, კორეის, იორდანიის, იტალიისა და იაპონიის პარლამენტებში გამართული ჩხუბები გამოქვეყნდა…

ტელეკომპანიის ცნობით, თურქეთის პარლამენტში მომხდარი მრავალრიცხოვანი ჩხუბებიდან ერთი – ადამიანის სიკვდილით დასრულდა და ერთიც –  ისუტიციის მინისტრი დასისხლიანებით. იაპონიის პარლამენტში კი – ხშირად ძიუდოს ილეთებსაც იყენებენ ჩხუბის დროს… სიუჟეტში კიდევ ერთი ძიუდოისტის, ამჯერად ქართველი ზურაბ ზვიადაურის არასპორტული ჩხუბიც მოხვდა, საქართველოს პარლამენტში მომხდარი კონფლიქტის დროიინდელი კადრებიდან. ერთადერთი პარლამენტი, რომელშიც მოჩხუბარი დეპუტატები წინასწარ არიან შეხლა-შემოხლაზე მოლაპარაკებული, ტაივანის პარლამენტია, აცხადებენ სიუჟეტის ავტორები.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშისარიშვილისა და ხაბურძანიას კამათი ,,ფეისბუქზე,,…
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი მმართველ გუნდს მოუწოდებს, თავი შეიკავოს არადიპლომატიური გამონათქვამებისგან