“მსოფლიო საერთაშორისო პრობლემას არა ჩინეთთან ან რუსეთთან, არამედ აშშ-სთან წყვეტს”

ობამა 9 მილიონ ემიგრანტს მოქალაქეობას მისცემს

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, მსოფლიო ლიდერს არა რუსეთსა და ჩინეთში, არამედ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხედავს.

როგორც ობამამ კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვისას აღნიშნა, როცა მსოფლიო ლიდერს ეძებს, ის არა პეკინისა და მოსკოვის მიმართულებით იხედება, არამედ აშშ-ს უკავშირდება.

“გამოკითხვები აჩვენებს, რომ ჩვენი რეპუტაცია გაუმჯობესდა, იმასთან შედარებით, როცა მე ამ თანამდებობაზე ამირჩიეს და როდესაც საუბარია ნებისმიერ მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხზე, მთელი მსოფლიოს ხალხი, ლიდერის ძიებაში არა პეკინისა და მოსკოვის მიმართულებით იხედება, არამედ გვიავშირდება ჩვენ”, – განაცხადა ობამამ.

ამასთან აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და ლიდერობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისე, რომ აშშ არ გახდეს “მსოფლიო პოლიციელი”

banner
წინა სტატიაში“გაზპრომთან მოლაპარაკებები იქნება და ყოველთვის იყო,”- მანანა კობახიძე
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე – მერიაში ,,ქართუ ჯგუფის” თანამშრომლების დანიშვნა გრძელდება