25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უახლოეს მომავალში კონსტანტინოპოლში მიიწვია

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 17 მაისს, კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, მსოფლიო პატრიარქმა კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უახლოეს მომავალში კონსტანტინოპოლში მიიწვია.

“2026 წლის 17 მაისს, საღამოს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-სა და მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შორის გულთბილი და ძმური სატელეფონო საუბარი შედგა.

მსოფლიო პატრიარქმა მის უწმინდესობას გულითადად მიულოცა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურის ტახტზე აღსაყდრება და უსურვა ნაყოფიერი, მშვიდობიანი და ხანგრძლივი მსახურება ეკლესიის გასაძლიერებლად, საქართველოსა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ.

თავის მხრივ, კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ გულთბილი მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს გულწრფელი მილოცვისა და კეთილი სურვილებისთვის.

საუბრის დასასრულს მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უახლოეს მომავალში კონსტანტინოპოლში მიიწვია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკიევში დააკავეს ქართველი კაცი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით ავტომობილები დაწვა
შემდეგი სტატიამეუფე ზენონი: ეკლესიისთვის მიუღებელია, როგორც ადამიანის დამცირებისა და სიძულვილის ყოველგვარი ფორმა, ისე თავისუფლების შეზღუდვა