მსოფლიო ლიდერების ყველაზე უცნაური საჩუქრები

გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინს დონალდ ტრამპის მიერ გაგზავნილი დისკი გადასცა, სადაც ელტონ ჯონის სიმღერა “ადამიანი-რაკეტაა” ჩაწერილი. მთელი მსოფლიო სულგანაბული ელოდება კიმ ჩენ ინის პასუხს – ზოგიერთები არც იმას გამორიცხავენ, რომ კიმმა ტრამპის იუმორი ვერ გაიგოს.

კიმ ჩენ ინი სახელმწიფოს პირველი მეთაური არ არის, ვინც დისკი მიიღო საჩუქრად. 2009 წელს ბარაკ ობამამ, აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს გორდონ ბრაუნს DVD კოლექცია აჩუქა, სადაც საკუთარი გემოვნებით იყო ფილმები შერჩეული. აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის პრემიერი რეგიონალური შეზღუდვის გამო DVD-ის ინგლისში ვერ გამოიყენებდა.

1997 წელს აზერბაიჯანის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ბილ და ჰილარი კლინტონებს ხალიჩა აჩუქა, სადაც მათი პორტრეტები იყო გამოსახული. პრეზიდენტის და პირველი ლედის სახეები გულის ფორმაში იყვნო ჩასმული. საჩუქარი ცნობილმა აზერბაიჯანელმა მხატვარმა კამილ ალიევმა შეასრულა.

ჰილარი კლინტონიც დაამახსოვრდა მსოფლიოს თავისი საჩუქრით. 2009 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე, კლინტონმა მოსკოვში ვიზიტისას რუსეთის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ორ ქვეყანას შორის ახალი ურთიერთობის დასაწყების ნიშნად სიმბოლურად ღილაკი აჩუქა, წარწერით reset (გადატვირთვა). თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამერიკულმა მხარემ სიტყვის რუსულად გადათარგმნისას შეცდომა დაუშვა და ნაცვლად “перезагрузка”, ეწერა “перегрузка”.

2002 წელს ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ პირველად გამოფინა თავისი საჩუქრების კოლექცია, სადაც უჩვეულო რამ აღმოჩნდა. სხვადასხვა ხალხების მიერ შესრულებული ხელოვნების ნიმუშებს შორის ბუკინგემის სასახლეში მიმსვლელებს შეეძლოთ ენახათ უზარმაზარი ღვინის გამაგრილებელი, რომელსაც კალიას ფორმა ჰქონდა და შესრულებული იყო ფოლადსა და ფაიფურში. სასარგებლო “მწერი” დედოფალს 1972 წელს აჩუქა საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟორჟ პომპიდუმ.

ელისაბედ მეორეს მეუღლეს, ედინბურგის ჰერცოგსაც აქვს თავისი უჩვეულო საჩუქარი, რომელიც ვანუატუს რესპუბლიკიდან ერთ-ერთმა ტომმა გაუგზავნა მას. იმის მიუხედავად, რომ პრინცი ფილიპი იქ არასდროს ყოფილა, წყნარი ოკეანის კუნძულ ტანას მკვიდრები თვლიან, რომ პრინცი მათი ღვთაებაა და ერთხელაც საჩუქარი გაუგზავნეს – სპეციალური ჩალის ჩიხოლი პენისისთვის. ტანის მკვიდრთათვის ამაში უჩვეული არაფერია, რადგანაც ჩალის ჩიხოლი ერთადერთია, რასაც ტომის მამაკაცები ატარებენ.

2012 წელს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თავის მეუღლესთან ერთად მიშელ და ბარაკ ობამებს ჩუგბურთის მაგიდა აჩუქეს. ლონდონში ერთ-ერთი ვიზიტისას კემერონთან ერთად წყვილში სტუდენტებთან თამაშისას ობამამ აჩვენა, რომ სუსტია ტენისში. “ვიცი, რომ ამერიკას არ უყვარს დამარცხება, ამიტომ, ამ საჩუქრით ბრალის ამოსყიდვა მინდოდა” – კემერონმა თქვა. ობამამ მას მაშინათვე შესთავაზა მაგიდის გამოცდა.

რამდენიმე თვის წინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთში ჩასვლისას მას პრეზიდენტ პუტინისთვის გერმანული ლუდი მიაქვს საჩუქრად. აღმოჩნდა, რომ საპასუხოდ, პუტინი მერკელს შებოლის თევზს ატანს.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია : უმრავლესობის წევრები ცდილობენ, საგამოძიებო კომისია აქციონ პოლიტიკური თავდასხმების და არა სიმართლის დადგენის ადგილად
შემდეგი სტატიასაქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტების ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზასთან ინტეგრირება განხორციელდა