მსოფლიო ლიდერები თურქეთში მომხდარ ტერაქტს გმობენ

მსოფლიო ლიდერებმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტი კატეგორიულად დაგმეს. ლიდერებმა გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი, ხოლო ხელისუფლებას მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ნატო-ს გენარალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრი ქვეყნები მხარდამხარ იბრძოლებენ ტერორისტების წინააღმდეგ.

„ღრმა მწუხარებას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და თურქ ხალხს. ასეთ საშინელ ფაქტს გამართლება არ აქვს. ნატო-ს ქვეყნები მხარდამხარ იბრძოლებენ ტერორიზმის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

თურქეთის დედაქალაქში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ევროკავშირმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და თურქეთის ხელისუფლებას სოლიდარობა აღუთქვეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კი მომხდარს ამაზრზენი ტერაქტი უწოდა და თურქეთის ხელისუფლებას ახალი გამოცდის წინაშე სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს, თურქეთის დედაქალაქში, პარლამენტისა და გენერალური შტაბის შენობებთან ახლოს, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რომელსაც 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა უმეტესობა სამხედრო მოსამსახურეები არიან.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, რომ კრედიტორთა კრება არ ჩაიშალოს,”- ბაია გადაბაძე
შემდეგი სტატიათურქეთის სამხრეთ-დასავლეთით სამხედრო მანქანა ააფეთქეს